შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბულგარეთის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა
05.11.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბულგარეთის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. მხარეებმა ის ხელშეკრულება განიხილეს, რომელსაც ხელი 30 სექტემბერს მოეწერა. ხელშეკრულების დადგენილება საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის რეგულაციებს ითვალისწინებს, რომელიც გაზაფხულიდან შევა ძალაში. ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეებს სამი წლის მანძილზე ლეგალურად მუშაობის უფლება ექნებათ. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში, მხარის რწმუნებულმა ქუთაისში ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფის გაკეთების მზაობა გამოთქვა. ალექსანდრე სტოიანოვი ბულგარელი წარმოშობის საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც 1879 წლიდან ქუთაისის ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას ხელმძღვანელობდა.