შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მესაქონლეობა ექსპო 2019-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით თბილისში პირველად მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
30.10.2019
უკან დაბრუნება
მესაქონლეობა ექსპო 2019-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით თბილისში პირველად მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა რეგიონის ფერმერებს უმასპინძლეს. ადგილზე წარმოდგენილი იყო იმ მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქტები, რომლებმაც ბოლო 10-ი-15- წლის მანძილზე წარმატებებს მიაღწიეს. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია იყვნენ. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.