შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში პირველი ნოემბრიდან პროცედურები იცვლება
30.10.2019
უკან დაბრუნება
პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში პირველი ნოემბრიდან პროცედურები იცვლება. ახალი რეგულაციით დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქემ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ სამართალდამცავ უწყებებს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს და საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა მიიღოს. ახალი პასპორტის ასაღებად მოქალაქემ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში უნდა წარადგინოს, საზღვარგარეთ მყოფმა პირებმა კი საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს უნდა მიმართონ