შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნატოსდღეები 2019-ისფარგლებში ქუთაისში „ნატოსსკოლა 2019“ გაიხსნა
24.10.2019
უკან დაბრუნება
ნატოსდღეები 2019-ისფარგლებში ქუთაისში „ნატოსსკოლა 2019“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას ქუთაისის 20 საჯაროსკოლის ამდენივე მოსწავლე იღებს. მსმენელები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან ნატოს შექმნის ისტორიას, საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპებს და იმ მითებს, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული. ორდღიანი ტრენინგის შემდეგ სკოლის მონაწილეები მოამზადებენ თემატურ პრეზენტაციას და თანატოლებს თავად მიაწოდებენ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. სკოლა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ არის ორგანიზებული, რომლის პარტნიორია ქალაქ ქუთაისის საკრებულო.. ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რიმლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.