შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალური მატჩი
24.10.2019
უკან დაბრუნება
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალურ მატჩში სადაც ერთმანეთს "საბურთალო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევრის საწყის წუთებზევე გაიხსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ტორპედოელებმა რამდენჯერმე სცადეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს და თასის გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ. 2019 წლის სეზონის დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში 7 დეკემბერს, ერთმანეთს თბილისური კლუბები, "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი მოგვიანებით გახდება ცნობილი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 32 ტურში “ტორპედო“ რუსთავში ადგილობრივ“ რუსთავს“ დაუპირისპირდება.