შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ბადრი ქობულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა
17.10.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ბადრი ქობულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, მსჯავრდებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდულის სამყაროს წევრობაში დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა. ადვოკატი აცხადებს რომ ბათუმის სასამართლომ გაიზიარა ბრალდებულის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც საეჭვოა და განმარტავს რომ მოწმე დააშინეს და იძულებით მიაცემინეს ჩვენება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი გაითვალისწინა შუამდგომლობა მოწმის ხელახალი დაკითხვის შესახებ , სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.