შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ სპეციალური სერვისების ორგანიზებით დღეს მდინარე ოღასკურას კალაპოტის დასუფთავება დაიწყო
15.10.2019
უკან დაბრუნება
ააიპ სპეციალური სერვისების ორგანიზებით დღეს მდინარე ოღასკურას კალაპოტის დასუფთავება დაიწყო. დასუფთავების პროცესმა სტარტი ბუხაიძის ქუჩიდან აიღო და პერმანენტულად სხვადასხვა უბანში გაგრძელდება. ადგილობრივები სტიქიის გარდა თვითნებურ დაბინძურებაზეც საუბრობენ. ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი მჟავანაძის თქმით, სტიქიის შედეგად დაბინძურებული უკლებლივ ყველა ტერიტორია დასუფთავდება, ასევე ზამთარში მოსალოდნელი უხვი ნალექისთვისაც მიმდინარეობს მზადება.