შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს მოციქულთასწორის წმ. თეკლას ხსენებას აღნიშნავს
07.10.2019
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს მოციქულთასწორის წმ. თეკლას ხსენებას აღნიშნავს . თარიღთან დაკავშირებით ქუთაის გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა მეუფე იოანემ წმინდა თეკლას სახელობის ტაძარში წირვა ლოცვა ჩააატარა წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდგვაროვანზე დანიშნეს, მაგრამ წმინდანმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა. მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა. ამისთვის მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც იგი კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვას ქადაგებდა. მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.