შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში შვეიცარიელებისა და ქართული ორგანიზაცია „დევნილ ქალთა კავშირის“ ერთობლივი პროექტი - არტ ფესტივალი მიმდინარეობს
06.10.2019
უკან დაბრუნება
წყალტუბოში შვეიცარიელებისა და ქართული ორგანიზაცია „დევნილ ქალთა კავშირის“ ერთობლივი პროექტი - არტ ფესტივალი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე მე-6 წელის წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში მიუნჰენის სიმფონიური ორკესტრის წარმოამდგენლები მასტეკლასებს ატარებენ. წელს ორკესტრის დამაარსებელმა და ქველმოქმედმა კლაუს ჰიპმა თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლას ფასადის რეაბილიტაცია დააფინანსა. ფესტივალის ფარგლებში მიუნჰენის ორკესტრის მუსიკოსებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს, შესრულდა ცნობილი გერმანელი და ქართველი კლასიკური ნაწარმოებები. კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.