შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დაიწყო თუ არა კამპანია სახელწოდებით -"საქართველოს პრეზიდენტს სძულს სამშობლო"
05.02.2016
უკან დაბრუნება
პარლამენტში დაიწყო კამპანია, სახელწოდებით "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას. როგორც პრეზიდენტმა გუშინ, გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა, მის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს კამპანიები სხვადასხვა ლოზუნგებით მიმდინარეობდა და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, არამედ გარკვეული პიარის ნაწილია. მარგველაშვილის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის დროს დეპუტატების მხრიდან კრიტიკა არ ისმოდა, ძირითადი თემები კი მიღებული და გაზიარებულია. პრეზიდენტის განცხადებას ანტისაპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით პარლამენტში შეფასებები მოჰყვა