შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის გამგებელი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას პასუხობს
05.02.2016
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხარაგაულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კობა ლურსმანაშვილი აკაკი ბობოხიძის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს . მისი განმარტებით ხარაგაულში ბოლო 3 წლის განმავლობაში, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გამოიყო.საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა , რომ ხარაგაულის რაიონსა და სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე ჩაიბარა, სინამდვილეში დაუსრულებელია. ბობოხიძემ კულტურის ცენტრზე, ერთ ერთ სოფელში გაკეთებულ წყალსაცავსა და ხიდზე ისაუბრა.