შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს პაციენტებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ
02.10.2019
უკან დაბრუნება
ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს პაციენტებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მოქალაქე მერაბ კოღუაშვილმა ადვოკატთან ერთად ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს 2013 წელს მომხდარი შემთხვევის შესახებ ესაუბრა. კოღუაშვილის თქმით სამედიცინო დაწესებულებას ელიკო კოღუაშვილმა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით მიმართა, სადაც პაციენტს რენდგენის გადაღების გარდა არანაირი მანიპულაცია არ ჩატარებია და ბინაზე გაწერეს. პაციენტის შვილის განცხადებით სახლში მიყვანილი დედის მდგომარეობა დამძიმდა და სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. მერაბ კოღუაშვილი და მისი ადვოკატი ექიმებს გია ღვინჯილიასა და მარიკა ჩიხლაძეს 80 წლის პაციენტისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილის შვილის ადვოკატის თქმით მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტი არმაზ ხელიძე, მისი თქმით აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ინსტანციაში იქნა განხილული და ექიმთა ბრალეულობა არ დადასტურდა.