შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ადმინისტრაციამ თელავივის უნივერსიტეტის პროფესორს დოდო ჩიკვაშვილს უმასპინძლა
02.10.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ადმინისტრაციამ თელავივის უნივერსიტეტის პროფესორს დოდო ჩიკვაშვილს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, ერთ-ერთი თელავივის უნივერსიტეტში სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ჩართულობა იყო. პროფესორი დოდო ჩიკვაშვილი მეორე დღეა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან და პერსონალთან შეხვედრას განაგრძობს.