შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეიდან ფუნქციონირება სამხატვრო გალერეამ დაიწყო
06.10.2015
უკან დაბრუნება
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეიდან ფუნქციონირება სამხატვრო გალერეამ დაიწყო .რეაბილიტირებულ შენობაში სამხატვრო სკოლა და ორი საგამოფენო დარბაზი განთავსდება. სამხატვრო სკოლა, რომელსაც არსებობის 30 წლიანი ისტორია აქვს, ამ დრომდე ამორტიზებულ შენობასა და შეუსაბამო პირობებში ფუნქციონირებდა. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სკოლაში სამხატვრო ხელოვნებას დღეიდან 50 მოსწავლე დაეუფლება. მოწვეულმა სტუმრებმა განახლებულ სამხატვრო გალერეაში რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერული ტილოები და ასევე, ადგილობრივი მხატვრების: ნუგზარ ქოჩიაშვილისა და თამარ ღარიბაშვილის ნამუშევრები დაათვალიერეს. შენობის სრული რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 000 ლარით დაფინანსდა.