შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში პირველ საჯარო სკოლასთან, საგზაო უსაფრთხოების აქცია გამართა
27.09.2019
უკან დაბრუნება
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორობით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ქუთაისში პირველ საჯარო სკოლასთან, საგზაო უსაფრთხოების აქცია გამართა. აქციაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ახალგაზრდული ცენტრისა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა სიმბოლური სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები იმ მძღოლებსა და ქვეითებს გადასცეს, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს იცავენ.საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტს “ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” რომლის მიზანია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება. კამპანია 2016 წელს დაიწყო და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.