შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან შეხვედრების პროცესი იმერეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია
26.09.2019
უკან დაბრუნება
სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან შეხვედრების პროცესი იმერეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ლადო კახაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს. ადგილზე რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა: მოსახლეობას ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შეშის მოპოვებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხი აწუხებს. ადგილზე იმყოფებოდა სატყეო სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნულ მხარეში ტყე-კაფების სიმწირეზე ისაუბრა. თუმცა, ზვიად შალამბერიძის ჩართულობით, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზის მოძიება დაიწყო. სოციალური დახმარების თემაზე ლადო კახაძემ გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით, ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს პარლამენტი.. ღია დიალოგი მოსახლეობასთან, როგორც რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.