შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გარემოსდაცვით ახალ პროექტებს სხვადასხვა რეგიონში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები გაუძღვებიან
25.09.2019
უკან დაბრუნება
ბიომრავალფეროვნების დაცვა, იშვიათი სახეობების შენარჩუნება-აღდგენა, ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, ეკოტურისტული ინიციატივები, ენერგო ეფექტურ გადაწყვეტები - საქართველოში ამ მიმართულებების 18 პროექტის განხორციელება იგეგმება. ისინი კონკურსის ფარგლებში შეირჩა. გარემოსდაცვით ახალ პროექტებს სხვადასხვა რეგიონში არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები გაუძღვებიან. პროექტების ჯამური ღირებულება მილიონ ასიათას დოლარს შეადგენს. თანხის თითქმის ნახევარი, 500 000 დოლარი გამოყოფილია გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ისფარგლებში. პროექტების დაფინანსება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, UNDP-ის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ხორციელდება.