შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მთავრობა წელიწადნახევარია მუშაობს და მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება
24.09.2019
უკან დაბრუნება
დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მთავრობა წელიწადნახევარია მუშაობს და მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს იგეგმება. 8 სექტემბერს, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეისთვის თვითმართველობებს დიდ უფლებამოსილებებთან ერთად სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული“. საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მაუწყებელთა ალიანსის ჟურნალისტმა სტუმრებს პრემიერ მინისტრის ეს განცხადება შეახსენა, მათი დამოკიდებულებაც მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტს. ასევე იმ პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე დასრულდა და მალე სასესიო განხილვის რეჟიმში გადავა.