შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია ქალაქის მასშტაბით მიტოვებული შენობების თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა
23.09.2019
უკან დაბრუნება
გოგი წულაია ქალაქის მასშტაბით მიტოვებული შენობების თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.ამჯერად ბრიფინგი ტაბიძის ქუჩაზე გამართა და წლების მანძილზე ციხის შენობის უფუნქციოდ დარჩენა გააპროტესტა.ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. წულაიას თქმით, ქუთაისში მილიონობით ლარის ქონებაა მიტოვებული. აღნიშნულთან დაკავშირებით დღის ამბების გადამღები ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,ასევე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროებს დაუკავშირდა .მათ მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით ქალაქ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N39 ა-ში მდებარე ყოფილი ციხის შენობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს . აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზებას სააგენტო პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში განიხილავს.მათი თქმით სააგენტო უძრავი ქონებით დაინტერესების შემთხვევაში მზად არის განიხილოს კერძო სექტორის განაცხადი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.