შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა და წყალტუბოს მერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩხეურის მოსწავლეებს მიულოცა
16.09.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მცირეკონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ყავდათ რეგისტრირებული. საჩხერის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა. დღესვე, მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზესტაფონის სოფელ წევაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.