შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს
11.09.2019
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება. წმინდა იოანეს თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დღეს წირვა-ლოცვა დეკანოზმა თომამ აღავლინა, მრევლი დალოცა და დღესასწაული მიულოცა.