შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს 1500 სტუდენტს მიიღებს
05.09.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს 1500 სტუდენტს მიიღებს. გარდა ამისა, წერეთლის უნივერსიტეტში 205 სტუდენტი მობილობით გადავიდა, 80-მა კი ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამაზე ჩააბარა. საერთო ჯამში, 2019-2020 სასწავლო წილისთვის უმივერსიტეტს 2100-დან 2200 -მდე ახალი სტუდენდი დაემატება. როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე განმარტავს, ეს რიცხვი იმ აბიტურიენტთა შორის, რომელიც წელს სტუდენტი გახდა, ნორმალურია. რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, ბარიერისა და სტანდარტების გაზრდის გამო, ზოგიერთი მიმართულება სრულად ვერ შეივსო.წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტთა რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით იქნება, ხოლო სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება.