შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ავტომშენებლისა და ჩხობაძის გადაკვეთაზე, ააიპ ქუთგანათების სერვისმა შუქნიშნები დაამონტაჟა
05.09.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ავტომშენებლისა და ჩხობაძის გადაკვეთაზე, ააიპ ქუთგანათების სერვისმა შუქნიშნები დაამონტაჟა. ქალაქის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის განტვირთვისთვის აქამდე შესაბამისი საშუალება არ არსებობდა. როგორც ქუთგანათების სერვისის უფროსი განმარტავს, სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, გზების ამ მონაკვეთზე ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოიფხვრება.