შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ტურისტთა მომართვიანობამ იმატა
30.08.2019
უკან დაბრუნება
,,ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ტურისტთა მომართვიანობამ იმატა“- ამის შესახებ ტელეკომპანია რიონთან ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ისაუბრა, ტატო ლილუაშვილის თქმით თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ ივლისში, უცხოელი სტუმრების ნაკადმა იკლო , თუმცა სტატისტიკა აგვისტოს თვეში დაახლოებით 6% ით გაუმჯობესდა. როგორც ლილუაშვილი აცხადებს ორიენტირი დასავლეთის ქვეყნებია შესაბამისად რუსი ტურისტების ნაკადის შემცირება მნიშვნელოვან ზიანს ვერ გამოიწვევს. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ქუთაისს აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი ტურისტი ესტუმრა- პირველ ადგილს კვლავ პოლონეთი, მეორეს გერმანია, შემდეგ დიდი ბრიტანეთი და მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს.