შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მიუსაფარი ცხოველებისთვის არსებულ თავშესაფარში ძაღლები პრევენციის მიზნით ყოველდღიურად მიჰყავთ
28.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში მიუსაფარი ცხოველებისთვის არსებულ თავშესაფარში ძაღლები პრევენციის მიზნით ყოველდღიურად მიჰყავთ. როგორც ააიპ სპეციალურ სერვისებში განმარტავენ, ამჟამად ადგილზე 300 მიუსაფარი ცხოველისთვისაა სივრცე გამოყოფილი. მათივე თქმით, ქალაქში ძაღლების მომრავლება გამოწვეულია კანონმდებლობით, რომელიც არ ითვალისწინებს ისეთი ცხოველების იზოლირებას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. ამჯერად თავშესაფარში 100 მდე მიუსაფარი ცხოველი იმფოფება, რომელთა ადგილზე დაყოვნების ვადა მხოლოდ 10 დღეა, ამის შემდეგ ისინი ისევ თავისუფალ სივრცეში მოხვდებიან.