შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსები მნიშვნელოვნად აქტიურდება
24.08.2019
უკან დაბრუნება
ზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსები მნიშვნელოვნად აქტიურდება, ერთ-ერთი მათგანი არის ენტეროვირუსი, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში საშიში ხდება და სერიოზულად აზიანებს ადამიანის ორგანოებს, კუჭ-ნაწლავის სისტემას, გულის კუნთს და ნერვულ სისტემას. ენტეროვირუსები იწვევენ რთულ ნაწლავურ დაავადებებს, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ზაფხულის სეზონისთვის ასევე დამახასიათებელი ვირუსული დაავადებებია ჯილეხი გორელიოზი და ლეიშმანიოზი, რაც მწერების დაკბენის შედეგად ვლინდება, შესაბამისად ექიმები სიფრთხილისკენ მოგვიწოდენ.