შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების: ვარციხის, საიმედოს, დიმის მოსახლეობას შეხვდნენ და სა
17.08.2019
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების: ვარციხის, საიმედოს, დიმის მოსახლეობას შეხვდნენ და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. ასევე, მოქალაქეებისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე სოფლის მკვიდრებმა ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და იქვე დასძინეს, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული საკითხები,რომელთა მოგვარებაც პრიორიტეტულია. შეხვედრები ღია დიალოგის რეჟიმში გაგრძელდება და იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს.