შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლეიშმანიოზი სეზონური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ივნისის თვიდან აქტიურდება
06.08.2019
უკან დაბრუნება
ლეიშმანიოზი სეზონური ინფექციური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ივნისის თვიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში აქტიურდება. ლეიშმანიოზი სხვადასხვა ტიპის გართულებებს იწვევს, კანის ეს დაავადება იშვიათად შეიძლება იყოს თანდაყოლილიც. როგორც დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე განმარტავს, ლეიშმანიოზის შემთხვევები ყოველწლიურად ფიქსირდება და პრევენციისთვის სახელმწიფო კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის ივნისის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს დაავადების გამომწვევი კერების დამუშავება სპეციალური ხსნარით.