შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტი ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა,,
09.07.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრთან ,, პარტნიორობით,,ევროკავშირის შავი ზღვის,, პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე სუფთა შავი ზღვა,, პროექტი მიზნად გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესეას, მდინარეებისა და შავიზღვის ნარჩენებით დაბინძურების შემცირებას ისახავს. პროეტის ფარგლებში ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების საკითხები არის ორდღიანი ტრენინგის თემა, რომელიც იმერეთის რეგიონის პედაგოგებისათვის გაიმართა