შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თეატრალურ-მუსიკალური პერფომანსი მოქალაქეობრივი შეგნების ასამაღლებლად
04.07.2019
უკან დაბრუნება
თეატრალურ-მუსიკალური პერფომანსი მოქალაქეობრივი შეგნების ასამაღლებლად. ისწავლე თავისუფლება, ამ სლოგანით საქართველოს კონსტიტუციის კითხვა მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართა. კანონების კითხვას გზავნილად თან სდევდა რეფრენი- რუსეთი ოკუპანტია. თეატრალური კითხვა მესხიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად, ღამის კლუბ „რეფლექტორის „ დიჯეებმა და რეპ-მოძრაობა „მოხეტიალეებმა მოაწყვეს. პერფომანსის შემდეგ ორგანიზატორებმა მოქალაქეებთან ერთად წაიკითხეს კონსტიტუციის მუხლები და თეატრის შენობაზე ბანერი ‘ისწავლე თავისუფლება „ გააკრეს. ამ აქციით საზოგადოებას მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლებისკენ მოუწოდეს. თეატრალური- მუსიკალური პერფომანსი ორგანიზატორთა განცხადებით ერთჯერადი არაა დაკვლავ იგეგმება.