შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო ვიზიტით ვიელკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა
03.07.2019
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო ვიზიტით ვიელკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა.. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე,მოადგილეები, ქუთაისის მერი და ვიცე მერი დავით ერემეიშვილი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მხარის სავაჭრო-სამრეწველო მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, სოფლის მეურნეობის საკითხებს, საუბრის ბოლოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიელკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიესლავ სჟეპანსკიმ აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით ორ თანამშრომელს სტაჟირებაზე პოლონეთში წაიყვანენ.