შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჯარო ლექცია ქუთაისში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გამართა
29.01.2016
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტუმრობდა.მან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად საჯარო ლექცია წაიკითხა. ბაქრაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე,ამ პროცესთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა,რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსთვის.მსგავსი ტიპის შეხვედრა მინისტრმა სასულიერო პირებთანაც გამართა.