შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმის დინამოს საფეხბურთო ბაზამ კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე20 ტურს უმასპინძლა
26.06.2019
უკან დაბრუნება
ბათუმის დინამოს საფეხბურთო ბაზამ კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე20 ტურს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი დინამო ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალზე დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა , ხოლო მეორე ტაიმში ტორპედოელებმა ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა. აღსანიშნავია რომ ამ შეხვედრაში ტორპედო არასრული შემადგენლობით იყო წარნოდგენილი და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთლებით იყო დაკომპლექტებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბირთელმა დატოვა რისი მიზეზიც გუნდსი არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. მომდევნო შეხვედრას ტორპედო წყალტუბოში 2 ივლისს გამართავს და თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდება.