შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-თბილისის „გაგრა“-3:2
20.06.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალურ მატჩს, თბილისის მუხიანის სპორტკომლექსმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი გაგრა ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ტორპედომ თორნიკე კაპანაძის გოლით 1-0 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმში გრიგოლ დოლიძისა და ნოდარ ქავთარაძის ორ გატანილ ბურთს მასპინძლებმა ორი გოლით უპასუხეს. საბოლოოდ შეხვედრა ტორპედოელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ამ გამარჯვებით ტორპედო თასის გათამაშების მეოთხედფინალში გადავიდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე19 ტურში ტორპედო წყალტუბოში ბოლნისის სიონს 22 ივნისს შეხვდება.