შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ლეგენდარული მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა
19.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ლეგენდარული მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ტურნირი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრებები დღეს რაგბის აკადემიაში დაიწყო ,მასში 2005-2006 წლებში დაბადებულმა მორაგბეებმა იასპარეზეს ტურნირის პარალელურად ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან თანამშრომლობით მოეწყო ნუგზარ ძაგნიძის სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა. ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბის, ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ტრადიციულია და 2013 წლიდან ტარდება