შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოთარ ჩიხლაძე დღეს 90 წლის გახდა
25.05.2019
უკან დაბრუნება
ოთარ ჩიხლაძე, რომლის სახელიც ქუთაისში ბევრ სხვადასხვა ღირებულ საქმესა და თანამდებობებს უკავშირდება, დღეს 90 წლის გახდა. თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოება ქუთაისელში შეხვედრა გაიმართა. ოთარ ჩიხლაძე თავისი ცხოვრებით ქუთაისის განუყოფელ ნაწილად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება სწორედ მის სახელს უკავშირდება. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და დღესაც აქტიურად რჩება მისთვის საყვარელი ქუთაისის სამსახურში. საიუბილეო საღამოს მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთარ ჩიხლაძეს სამადლობელი სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.