შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სუპერლიგის ფინალური სერია დაიწყო
24.05.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში სუპერლიგის ფინალური სერია დაიწყო. საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი-2010” საკუთარ მოედანზე “დელტასთან” წააგო და სერიაში 0:1 ჩამორჩენასთან ერთად მოედნის უპირატესობა დაკარგა. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი უპირატესობით წარიმართა და მასპინძელთა ერთქულიანი სხვაობით– 39:38 დასრულდა. გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელიც “დელტამ” 13 ქულით – 32:19 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით დაწინაურდა.“ქუთაისმა” დასკვნით მეოთხედში ჩამორჩენა 5 ქულამდე შემცირა, თუმცა საბოლოო ანგარიში სტუმარი გუნდის სასარგებლოდ 90:83 დასრულდა. ფინალური სერიის მეორე მატჩი ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სასახლეში დღეს გაიმართება.