შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი ჩიგოგიძე ბაღდათის ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს,
24.05.2019
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობიანი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩიგოგიძე ბაღდათის ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს, მისი თქმით ბაღდათის მერი და სამსახურის ხელმძღვანელები დიდ თანხებს უსარგებლო მივლინებებში ხარჯავენ,ხოლო მოქალაქეებს ერთჯერად დახმარებაზე უარს ეუბნებიან . ირაკლი ჩიგოგიძე არ გამორიცხავს რომ დღის წესრიგში ბაღდათის მერის არჩილ გოქსაძის იმპიჩმენტი დადგეს. ბრალდებებს უარყოფენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში და ზეპირსიტყვიერ კომენტარში აღნიშნეს რომ ,, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ირაკლი ჩიგოგიძის განცხადება არის აბსურდი“