შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამეცნიერო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
20.05.2019
უკან დაბრუნება
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია და პარალელები საუკუნის წინანდელ ქუთაისთან- სამეცნიერო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტისა და ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე ბაგრატ მესამისადმი მიძღვნილი მეცნიერთა წიგნების განხილვა მოხდა, გამოიფინა წინა საუკუნის ქუთაისის ისტორიული შენობების ამსახველი ფოტო მასალა. კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ორგანიზატორმა ისტორიკოსმა სულხან კუპრაშვილმა მოხსენება თემაზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები მე-10-მე-11 საუკუნეების მიჯნაზე წაიკითხა , სადაც იმდროინდელი კავკასიისა და წინა აზიის რეგიონის პოლიტიკური სიტუაცია იყო განხილული