შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ტორპედომ" პირველი საკონტროლო მატჩი 1:0 მოიგო.
13.01.2016
უკან დაბრუნება
„ტორპედომ“ საშუასეზონო პერიოდში თავისი პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ქუთაისელები მარტვილში ადგილობრივ „მერანს“ გაეჯიბრნენ ამხანაგურად. გუნდებმა ტაიმები განსხვავებული შემდგენლობებით ჩაატარეს..პირველი ნახევრის საწყისი წუთები ქუთაისელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა. შუა ტაიმში თამაში შედარებით გათანაბრდა. მეორე ნახევარი დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა. "ტორპედო" უფრო მობილურად გამოიყურებოდა, სხვადასხვა მიმართულებიდან ხშირად უტევდა მეტოქეს. სტუმრებმა 50-ე წუთზე შეძლეს დაწინაურება. საბოლოოდ "ტორპედომ" პირველი საკონტროლო მატჩი 1:0 მოიგო.