შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ითამაშებს თუ არა ტორპედო გასვლით შეხვედრას რუსთავში ადგილობრივ რუსთავთან 20 მაისს ჯერჯერობით უცნობია
15.05.2019
უკან დაბრუნება
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტური გაიმართა, სადაც ქუთაისის ტორპედომ შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულს „საბურთალოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა,ხოლო მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეებმა თითო ბურთი გაიტანეს. საბოლოო ჯამში ტორპედო 2:3 დამარცხდა. ტორპედოელთაგან გოლები ბუდუ ზივზივაძემ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს. ითამაშებს თუ არა ტორპედო გასვლით შეხვედრას რუსთავში ადგილობრივ რუსთავთან 20 მაისს ჯერჯერობით უცნობია, რადგან გუნდში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა კლუბი დაიშალოს. აღნიშნულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.