შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელე-რადიო კომპანია „რიონი“ 30 წლისაა
07.05.2019
უკან დაბრუნება
ტელე-რადიო კომპანია „რიონი“ 30 წლისაა .1989 წლის 7 მაისს მაუწყებლობა ეთერში ოფიციალურად გავიდა.პირველმა ქართულმა დამოუკიდებელმა ტელევიზიამ პირველი ნაბიჯი საკაბელო ტელევიზიით გადადგა.თავდაპირველად იყო ტელესტუდია რომელიც 1988 წელს შეიქმნა,შემდეგ კომერციულ ტელევიზიად დარეგისტრირდა ,დღეს კი ტელე-რადიო კომპანია „რიონი“ კომერციული სტუდიის სამართალმემკვიდრეა,რომელიც ტელე და რადიო ეთერში 16 საავტორო გადაცემით გადის. რა გზა განვლო პირველმა ქართულმა დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ 30 წლიანი არსებობის განმავლობაში და რა მიზნები და გამოწვევები დგას მაუწყებლის წინაშე მომავალში, დღის ამბებს ტელერადიო კომპანია რიონის გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე ესაუბრა.