შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა
03.05.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თავად აცხადებს ტელეკომპანია რიონისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ,პროფესიულ საქმიანობას, სამხედრო სამსახურს უბრუნდება. შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებსპრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე . მამუკა ბახტაძემ ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „შავლეგო ტაბატაძე არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის სამხედრო, გენერალი და თვითონვე ჰქონდა მას თხოვნა, რომ ის დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა შავლეგ ტაბატაძეს მადლობა გადავუხადო იმ გაწეული მუშაობისთვის, რომელიც მან პოსტზე ყოფნის პერიოდში შეძლო და გააკეთა. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.