შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი საჩხერეში
26.04.2019
უკან დაბრუნება
საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განახორციელეს. მონიტორინგის ფარგლებში საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნენ. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც დაგებულია 2 კმ გზა და მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწესრიგება. გათვალისწინებულია 2 ხიდის მშენებლობა მდინარე ჯრუჭულაზე, სოფელ სარეკსა და სოფელ ცხომარეთში. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რაჭის მხრიდანაც. პროექტის დასრულების შემდეგ 50კმ-ზე მეტი გზის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რაც უმოკლესი მანძილია ორი რეგიონის (იმერეთი-რაჭა) დასაკავშირებლად და თბილისიდან ონამდე გზის შესამცირებლად. საჩხერის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს XI საუკუნის ,,ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია, რომელიც 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება ციხე ,,მოდინახე“–ზე. 2018 წელს ფონდი ,,ქართუ“-ს დაფინაფსებით განხორციელდა ციხის აღდგენითი სამუშაოები და წელსაც განახლდება. გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. მოეწყო გარეგანათება და საყრდენი კედელი.