შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურს უმასპინძლა
26.04.2019
უკან დაბრუნება
ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა სიონმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ტორპედოელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ პირველ ნახევარში გაიტანა. ამ მარცხის შემდეგ ქუთაისის ტორპედო სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო,4 მაისს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გათამაშების ლიდერთან, ბათუმის დინამოსთან გამართავს.