შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართულ-გერმანულ ცენტრს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან ერთად სტუმრობდა
26.04.2019
უკან დაბრუნება
ქართულ-გერმანულ ცენტრს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში მეუღლესთან ერთად სტუმრობდა . ელჩი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და მოისმინა ინფორმაცია ქართულ-გერმანული ცენტრის თითქმის 25 წლიანი ისტორიის, განხორციელებული წარმატებული პროექტებისს და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გერმანიის ელჩი ასევე გაეცნო იმ საქველმოქმედო საქმიანობასაც, რასაც ქართულ-გერმანული ცენტრი გერმანელ პარტნიორებთან ერთად ქუთაისელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად ეწევა . ელჩის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრის მოსწავლეების გაცნობამ. ის დაესწრო სასწავლო პროცესს, გაესაუბრა მოსწავლეებს და აღნიშნა მათი გერმანული ენის ცოდნის მაღალი დონე. ქართული კულტურის გაცნობის მიზნით ბავშვებმა ელჩისთვის რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.