შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრი გაიხსნა
25.04.2019
უკან დაბრუნება
ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ამოქმედდა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იქნება. ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია, რაც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებში ყოველწლიურად 7000 - ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობს.