შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პანკისში განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობა მოძრაობა მოქალაქეთა გაერთიანება თემთა ერთობის წევრებმა გამოუცხადეს
22.04.2019
უკან დაბრუნება
პანკისში განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობა მოძრაობა მოქალაქეთა გაერთიანება თემთა ერთობის წევრებმა გამოუცხადეს.ისინი რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ამბობენ რომ ხელისუფლება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საფრთხისშემცველ მშენებლობას გეგმავს, რასაც ისინი არ დაუშვებენ. "საიას" ფილიალში გამართულ შეხვედრაზე მათ მოსალოდნელ საშიშროებებზე ისაუბრეს და პროტესტის უკიდურესი ზომების მიღება დააანონსეს. შეგახსენებთ, „ნამოხვან ჰესის კასკადი“მდინარე რიონზე იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.