შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა
22.04.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც საჩხერის ჩიხურამ ნომინალური მასპინძლის სტატუსით ქუთაისის ტორპედო მიიღო. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა. შესაბამისად, მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. ამჟამად, ქუთაისის ტორპედო გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს, ხოლო ჩიხურა მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ტორპედო 25 აპრილს ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან გამართავს.