შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
21.04.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ლაზარეს შაბათი გარდამავალი დღესასწაულია და ის ბზობის წინ დღეს აღინიშნება. ამ დღეს მაცხოვარმა ლაზარე მკვდრეთით აღადგინა.მვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.ეპისკოპოს ლაზარეს წმიდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე.საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.